კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 29.9.2026

მონაცემთა დამმუშავებელი

[შპს-ის სახელწოდება], ს/კ [საიდენტიფიკაციო კოდი], [მისამართი]. კონფიდენციალურობის საკითხებზე: [ელფოსტა].

რა მონაცემებს ვაგროვებთ

  • ტელეფონის ნომერი — ავტორიზაციისთვის და მხარეთა დასაკავშირებლად.
  • სახელი და გვარი — რომ მეორე მხარემ იცოდეს ვისთან აქვს საქმე.
  • მოთხოვნის ტექსტი და ლოკაცია (ქალაქი, რაიონი) — შესაბამისი ოსტატის მოსაძებნად.
  • ფოტოები — მოთხოვნაზე დართული (არასავალდებულო), სამუშაოს დასრულებისას ოსტატის ატვირთული და ოსტატის წინა სამუშაოების (ნამუშევრების) ფოტოები.
  • ოსტატის პირადი ნომერი — მხოლოდ გადამოწმებისთვის. არასდროს ქვეყნდება.
  • ტრანზაქციების ისტორია — ბალანსის და გახსნილი კონტაქტების ჩანაწერი.

ვის ვაჩვენებთ ტელეფონის ნომერს

კლიენტის ნომერს იღებს მხოლოდ ის ოსტატი, რომელმაც კონკრეტულ მოთხოვნაზე გადაიხადა კონტაქტის გახსნის საფასური. ეს შეზღუდვა ბაზის დონეზეა ჩაშენებული (row level security) — არა მხოლოდ ინტერფეისში. ერთ მოთხოვნას მაქსიმუმ 5 ოსტატი ხსნის. ოსტატის ნომერს კლიენტი ხედავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოსტატმა მისი მოთხოვნა გახსნა.

ოსტატების საჯარო კატალოგში ჩანს სახელი, გამოცდილება, შეფასება, კატეგორიები, საწყისი ფასი და ნამუშევრების ფოტოები. ტელეფონის ნომერი და პირადი ნომერი კატალოგში არ ხვდება.

ვინ ხედავს ფოტოებს

მოთხოვნის ფოტოებს ხედავენ იგივე ოსტატები, ვინც მოთხოვნის ტექსტს — ვისაც მოთხოვნა კატეგორიითა და რაიონით ემთხვევა, კონტაქტის გახსნამდეც — ხოლო ოსტატის აყვანის შემდეგ მხოლოდ ის. სამუშაოს დასრულების ფოტოებს ხედავენ მხოლოდ შეთანხმების მხარეები. ოსტატის ნამუშევრები საჯაროა მისი განაცხადის დამტკიცების შემდეგ. ფოტოებზე წვდომა, ტელეფონის ნომრის მსგავსად, ბაზის დონეზეა შეზღუდული. ნუ დაურთავ ფოტოს, რომელზეც სახეები, სახლის ნომერი ან საბუთებია.

რამდენ ხანს ვინახავთ

ანგარიშის მონაცემები ინახება მანამ, სანამ ანგარიში აქტიურია. ფინანსური ჩანაწერები (ბალანსი, გახსნილი კონტაქტები) ინახება კანონით დადგენილი ვადით. ანგარიშის გაუქმების შემდეგ პერსონალური მონაცემები იშლება ან ხდება ანონიმური.

შენი უფლებები

საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით შენ გაქვს უფლება მოითხოვო:

  • ინფორმაცია, თუ რა მონაცემები გვაქვს შენზე;
  • არასწორი მონაცემის შესწორება;
  • მონაცემების წაშლა ან დამუშავების შეწყვეტა;
  • მონაცემების გადატანა სხვა ფორმატში.

მოთხოვნა გამოაგზავნე [ელფოსტა]-ზე. პასუხს 10 სამუშაო დღეში მიიღებ.

ვის გადავცემთ მონაცემებს

  • Supabase — ბაზა და ავტორიზაცია (მონაცემთა შენახვა).
  • SMS/Viber gateway — ერთჯერადი კოდების და შეტყობინებების გაგზავნა.
  • ჰოსტინგის პროვაიდერი — საიტის მუშაობისთვის.

მონაცემებს არ ვყიდით და სარეკლამო მიზნით მესამე პირს არ გადავცემთ.

Cookies

ვიყენებთ მხოლოდ სესიის cookie-ს, რომელიც შესვლის მდგომარეობას ინახავს. სარეკლამო თვალთვალის cookie არ გვაქვს.